ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ხელოვნებაზე
"ცხოვრება ხანმოკლეა - ხელოვნება მარადიული"... ჰიპოკრატე
"მე დამჭირდა ოთხი წელი, რათა დამეხატა რაფაელივით, ხოლო მთელი სიცოცხლე რათა დამეხატა ბავშვივით".. პაბლო პიკასო
"ხელოვნებაა თვით უკვდავება".. კონსტანტინე გამსახურდია
"ხელოვნება ყოველთვის თანამედროვეა"... ფიოდორ დოსტოევსკი
"მკითხველს შეუძლია იყოს მასა, მაგრამ ხელოვანს არა"...სტანისლავ ეჟი ლეცი
"ხელოვნება ძალაუფლების უმაღლესი გამოვლინებაა ადამიანში"... ლევ ტოლსტოი
"ყველაზე დიდი მხატვარი ღმერთია! მან შექმნა ჟირაფი, სპილო და კატა, მას არ აქვს რეალური სტილი, უბრალოდ აგრძელებს რაღაცეების ცდას"... პაბლო პიკასო
"ხელოვნება ადამიანების არასრულფასოვნების გამოსწორების შესანიშნავი საშუალებაა"..თეოდორ დრაიზერი
"ხელოვნება - ეს არის მცდელობა იმისა, რომ რეალური სამყაროს გვერდით, შევქმნათ სხვა უფრო ადამიანური სამყარო"...ანდრე მორუა
"ბავშვობაში დედამ მითხრა, თუ ჯარისკაცი იქნები, გენერალი გამოხვალ, თუ იქნები მღვდელი, გამოხვალ რომის პაპი. ამის ნაცვლად, მე ავიჩიე მხატვრობა და გავხდი - პიკასო"...პაბლო პიკასო