"ხელოვნების ამბები"
პროექტის იდეა შთამაგონა ერნსტ გომბრიხის წიგნმა "ხელოვნების ამბავი", რომელიც 50 წელიწადზე მეტია, მსოფლიო ბესტსელერად რჩება ხელოვნების წიგნებს შორის.
ზოგადად ნებისმიერი წიგნი, როგორც მოვლენა, თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით ადამიანის ფასდაუდებელი მეგობარია. მაგრამ წიგნთან ახლოს უნდა მიხვიდე, შეიყვარო და შენი უძვირფასესი დროის გარკვეული ნაწილი დაუთმო. თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს კი მუდმივად დროის დეფიციტი აქვს და ხშირ შემთხვევაში თავისუფალი დრო მხოლოდ სხვადასხვა გაჯეტებით განტვირთვისთვის რჩება. ახლა, უამრავი ადამიანისთვის, წიგნის ფუნქციას ინტერნეტ სივრცე ითავსებს, რაც დროის დაზოგვის და ინფორმაციის სწრაფი მოძიების შესანიშნავი საშუალებაა. პანდემიურმა პერიოდმა ეს კავშირი კიდევ უფრო მყარი გახადა. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები ვეღარ ვმეგობრობთ წიგნებთან!! განსაკუთრებით ეს ეხება მოზარდ თაობას, რომლებიც ინტერნეტდამოკიდებულები არიან, ამიტომ მე გადავწყვიტე, ამ გზით ვუამბო მათ ხელოვნების სხვადასხვა ეპოქის საინტერესო ამბების შესახებ, რადგან ეს არის გზა, რომელიც მათ ენაზე საუბრობს. მე მსურს, ავამაღლო მათი ცნობიერება და ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით გავამდიდრო ის ვიზუალური მეხსიერება, რომელიც მოზარდებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
No comments:
Post a Comment